Thursday, March 12, 2015

დღე მეცხრე

დღევანდელი დღე ტრენინგის შეჯამებაა.გავაკეთეთ ყველამ თავისი პროექტის შეჯამება.

1) მანანა თიგიშვილი-პროექტის თემა-ზედსართავი სახელი
მანანამ მოახდინა პროექტის პრეზენტაცია საკმაოდ საინტერესოდ.მოხდა ქართულ და რუსულ ენებში ზედსართავი სახელის შედარება.ქართულ ენაში ზედსართავს არააქვს სქესი,რუსულში კი აქვს.მოსწავლეები უყურებენ რუსულად ფილმებს ,შემდეგ განიხილავენ ფილმში მოცემულ ზედსართავებს,მოახდენენ მათ კლასიფიკაციას და აშ..

2) თამთა ჯამარაული-ქიმიკოსის თვალით დანახული კვების პროდუქტები
თამთამ ძალიან კარგი პრეზენტაცია მოახდინა.გაგვაცნო საკვების ქიმიური შემადგენლობა.ბევრი საინტერესო რამ გავიგე საკვებზე,კერძოდ ბოსტნეულზე.რომელი ბოსტნეული რა ვიტამინს შეიცავს და რისთვისაა სასარგებლო.ასევე გავიგე რომ ბოსტნეულის უმეტესობა დიდი რაოდენობით ნიტრატებს შეიცავს და როგორ უნდა მოვიქცეთ ნიტრატების დონის დასაწევად.ამ პროექტის განხორციელების შემდეგ მოსწავლეები ბევრ ახალ და საინტერესო ინფორმაციას გაიგებენ.ისიც კი კმარა რომ უბრალოდ ისწავლიან სწორ კვებას და ეცოდინებათ როგორ და რა პროდუქტით იკვებონ.

3) თამარ სტურუა-სივრცითი ფიგურები რეალობაში
მოსწავლეები ააგებენ თავიანთ ოცნების სახლებს და მიხვდებიან რომ მათ არაერთი გეომეტრიული ფიგურა გამოიყენეს.მოახდინეს ბრტყელი და სივრცითი ფიგურების შერწყმა.მოსწავლეები თვითონაც გაოცებულები დარჩნენ რა სიხშირით დაჭირდათ მათემატიკის გამოყენება და რა საჭიროა მათემატიკის ცოდნა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

4) ნინო ზურაბაშვილი- ხალხური და პროფესიული მუსიკა
ნინომ მოგვიყვა ხალხური მუსიკის ისტორია,საიდან მოდის როდის წარმოიშვა.გავიგე რომ ზაქარია ფალიაშვილმა როგორ შეუწყო ხელი ხალხური მუსიკის განვითარებას და ჩვენამდე მოტანას.რომ არ ყოფილიყო ხალხური მუსიკა არ იქნებოდა თანამედროვე მუსიკა.

5) ეკა ბერუაშვილი - ნიშანთვისებების მემკვიდრეობა თაობებში
როგორც ყველა პროექტი ეკასიც ძალიან საინტერესო იყო.მომეწონა ძალიან ის რომ გავიგე გენეტიკური კოდი.როგორ ხდება განაყოფიერების დროს გენების შერწყმა.გავიგე რაარი დომინანტური და რეცესიული გენეტიკური კოდი.საკმაოდ საინტერესო იქნება მოსწავლეებისთვის და ბევრ საინტერესო ინფორმაციასაც გაიგებენ.

6) ელზა უსენაშვილი- საგანმანათლებლო სისტემა ქართულ და ამერიკულ სკოლებს შორის
მოხდა შედარება ქართულ და ამერიკულ სკოლებს შორის.მოსწავლეები აწარმოებენ კვლევას საჭიროა თუ არა ფორმები სკოლაში.ადარებენ სასკოლო სისტემას გაკვეთილების ხალგრძლივობას,შესვენებების ხანგრზლივობა და აშ...

7)მარიკა ჩუთლაშვილი-საქართველოს დაკარგული ტერიტორიები
ყველაზე ყველაზე ძალიან მომეწონა მარიკას პროექტის თემა.ძალიან მტკივნეული თემაა ყოველი ქართველისთვის და მეც ძალიან მტკივა.მოსწავლეები მოახდენენ საქართველოს რუკების შედარებას.აიღებენ 12 საუკუნის რუკას და შეადარებენ დღევანდელს.დარწმუნენებული ვარ ძალიან საინტერესო იქნება .აუცილებლად დავესწრები
დღე მერვე

დღეს გავიხსენეთ ფეიჯების დამატება.გადავამოწმეთ ჩვენი პროექტების პორტფოლიო და დავასრულეთ შეფასების რუბრიკები.ბუკლეტი არ დამისრულებია და .......რესურსებში გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს.  შევქმენით კითხვარი ონლაინ გამოკითხვისთვის.ვისწავლე google ფორმების შექმნა.გავაკეთე ფასილიტაციის ნიმუში მოსწავლეთათვის.ამ კითხვარებს კარგად გამოვიყენებ მშობლებისთვის,შევავსებინებ და ყველა მონაცემი მექნება რაც საჭიროა დამრიგებლისთვის.ბოლოს ინტერნეტი წავიდა.....

Wednesday, March 4, 2015

დღე მეშვიდე
დღევანდელი დღე დავიწყეთ დავალებების წაკითხვით.ყველამ წავიკითხეთ და შევავსეთ პროექტის გეგმაში სასწავლო პროცედურები.განვიხილეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია და მოსწავლეთა დიფერენცირების კითხვარი შევქმენით.მოსწავლეთა სხვადასხვა სწავლის სტილის დასადგენად შევქმენით თვითშეფასების ფორმა.გავეცანით რესურსებში მოსწავლეთა მხარდაჭერას ,სადაც მოცემული იყო სხვადასხვა ხარაჩოს ნიმუშები.ბოლოს ბლოგზე ფეიჯების გაჯეტის დამატება ვისწავლე.სახლში ვეცდები საათი დავამატო.....ხო გამოვაქვეყნეთ პორთფოლიოოოოო.ძაან მომეწონა დღევანდელი დღე...