Friday, February 27, 2015

დღე მეექვსე
დღეს ვისწავლე ბლოგზე მასალების ატვირთვა.ასევე პრეზენტაციის რუბრიკა შევქმენი შეფასებისთვის.მივიღეთ საკმაოდ ვრცელი დავალება.უნდა ჩამოვწეროთ აქტივობები ანუ პროცედურები რომლებიც იქნება ჩვენი პროექტის გეგმის ამოცანების შესაბამისი...როგორც ყოველთვის დღემ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა...

მოსწავლის ნაშრომი

Wednesday, February 25, 2015

დღე მეხუთე
დღევანდელმა დღემაც ძაან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.განვიხილეთ მოდული 3-რჩევები და მეთოდები უკუკავშირის მისაცემად.სჰევედით ერთმანეთის ბლოგზე და დავუწერეთ კომენტარები.გავითვალისწინეთ რომ სასურველია უკუკავშირი იყოს დადებითად დატვირთული.ასევე შევავსეთ გამოყენებული ლიტერატურის ნიმუში.ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე.გავაკეთეთ სლაიდ შოუ მოსწავლის ნიმუში.ჯერჯერობით ყველაფერს კარგად ვიგებ ...რათქმაუნდა ყველაფერი რაც გავაკეთეთ გადავიტანეთ დრაივზე...

Friday, February 20, 2015

დღე მეოთხე.
დღევანდელი ჩვენი თემა იყო შეფასება.განვიხილეთ განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება.დავადგინეთ თუ რა საჭიროა ზოგადად შეფასების რუბრიკა.შევავსე შეფასების დროის ჩარჩო.გავაკეთე ვიცი-მინდა ვიცოდეს მოსწავლეთა შეფასების სქემა.გავიგე თუ რა საჭიროა მოსწავლეთა წინარე ცოდნის საჭიროების დადგენა.ბოლოს ყველაფერი ავტვირთე დრაივზე.

Wednesday, February 18, 2015

დღე მესამე.
დღესაც საკმაოდ ნაყოფიერი დღე იყო.დავასრულეთ პროექტის გეგმები. განვიხილეთ 21 საუკუნის უნარჩვევები.დავწერეთ პროექტის სასწავლო მიზნები.განვიხილეთ და ჩამოვწერეთ ზოგადი,შინაარსობრივი და თემატური კითხვები...ბუკლეტი სახლში არ დამისრულებია და დასასრულებელი ,მაქვს.ასევე კითხვებიც უნდა მივამატო...

Friday, February 13, 2015

დღე მეორე

დღეს ძაან მაგარი იყო.ჯერ დავალებები წავიკითხეთ.ერთმანეთის პროექტის გეგმები მოვისმინეთ და ერთმანეთს რჩევები მივეცით.  პროექტის გეგმა ნასწილობრივ შევავსე.თემად ავირჩიე ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვები.მეათე კლასში ვაპირებ ამ პროექტის განხორციელებას.მგონი კარგი გამოვა.ყველაზე მეტად კი ის მომეწონა რო ბუკლეტების შექმნა ვისწავლე.ძაან მაგარია...სურათებიც ჩავაგდე ბუკლეტში.მერე სახლში გავაგრძელებ და ბუკლეტს დავასრულებ...

Wednesday, February 11, 2015

დღეს დაგვეწყო ინტელის ტრენინგი.ხოდა პირველმა დღემ წარმატებულად ჩაიარა.ყველაზე მეტად რაც მინდოდა ის გავაკეთე.ბლოგი შევქმენი.ძნელი მეგონა მარა სულაც არ ყოფილა ძნელი.აი ბლოგის გაფორმებასაც რო ვისწავლი უფრო მაგარი იქნება.მინდა მქონდეს სრულყოფილი ბლოგი თავისი პორთფოლიოთი,თემატურებით გეგმებით და ....კიდევ ბევრი რამ გავაკეთეთ საქაღალდეების შექმნა,გადატანა,შენახვა.გავეცანით პროექტებით სწავლების მეთოდებს.ძაან ნაყოფიერად ჩაიარა დღევანდელმა ტრენინგმა.ცოტა დავიღალეეე... ხო დავალებაც მაქვს გასაკეთებელი.პროექტის თემის შინაარსი უნდა დავწერო...უკვე ვიცი რასაც ავირჩევ...მგონი კარგი გამოვა...