დღე მეცხრე
დღევანდელი დღე ტრენინგის შეჯამებაა.გავაკეთეთ ყველამ თავისი პროექტის შეჯამება.
1) მანანა თიგიშვილი-პროექტის თემა-ზედსართავი სახელი
მანანამ მოახდინა პროექტის პრეზენტაცია საკმაოდ საინტერესოდ.მოხდა ქართულ და რუსულ ენებში ზედსართავი სახელის შედარება.ქართულ ენაში ზედსართავს არააქვს სქესი,რუსულში კი აქვს.მოსწავლეები უყურებენ რუსულად ფილმებს ,შემდეგ განიხილავენ ფილმში მოცემულ ზედსართავებს,მოახდენენ მათ კლასიფიკაციას და აშ..
2) თამთა ჯამარაული-ქიმიკოსის თვალით დანახული კვების პროდუქტები
თამთამ ძალიან კარგი პრეზენტაცია მოახდინა.გაგვაცნო საკვების ქიმიური შემადგენლობა.ბევრი საინტერესო რამ გავიგე საკვებზე,კერძოდ ბოსტნეულზე.რომელი ბოსტნეული რა ვიტამინს შეიცავს და რისთვისაა სასარგებლო.ასევე გავიგე რომ ბოსტნეულის უმეტესობა დიდი რაოდენობით ნიტრატებს შეიცავს და როგორ უნდა მოვიქცეთ ნიტრატების დონის დასაწევად.ამ პროექტის განხორციელების შემდეგ მოსწავლეები ბევრ ახალ და საინტერესო ინფორმაციას გაიგებენ.ისიც კი კმარა რომ უბრალოდ ისწავლიან სწორ კვებას და ეცოდინებათ როგორ და რა პროდუქტით იკვებონ.
3) თამარ სტურუა-სივრცითი ფიგურები რეალობაში
მოსწავლეები ააგებენ თავიანთ ოცნების სახლებს და მიხვდებიან რომ მათ არაერთი გეომეტრიული ფიგურა გამოიყენეს.მოახდინეს ბრტყელი და სივრცითი ფიგურების შერწყმა.მოსწავლეები თვითონაც გაოცებულები დარჩნენ რა სიხშირით დაჭირდათ მათემატიკის გამოყენება და რა საჭიროა მათემატიკის ცოდნა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
4) ნინო ზურაბაშვილი- ხალხური და პროფესიული მუსიკა
ნინომ მოგვიყვა ხალხური მუსიკის ისტორია,საიდან მოდის როდის წარმოიშვა.გავიგე რომ ზაქარია ფალიაშვილმა როგორ შეუწყო ხელი ხალხური მუსიკის განვითარებას და ჩვენამდე მოტანას.რომ არ ყოფილიყო ხალხური მუსიკა არ იქნებოდა თანამედროვე მუსიკა.
5) ეკა ბერუაშვილი - ნიშანთვისებების მემკვიდრეობა თაობებში
როგორც ყველა პროექტი ეკასიც ძალიან საინტერესო იყო.მომეწონა ძალიან ის რომ გავიგე გენეტიკური კოდი.როგორ ხდება განაყოფიერების დროს გენების შერწყმა.გავიგე რაარი დომინანტური და რეცესიული გენეტიკური კოდი.საკმაოდ საინტერესო იქნება მოსწავლეებისთვის და ბევრ საინტერესო ინფორმაციასაც გაიგებენ.
6) ელზა უსენაშვილი- საგანმანათლებლო სისტემა ქართულ და ამერიკულ სკოლებს შორის
მოხდა შედარება ქართულ და ამერიკულ სკოლებს შორის.მოსწავლეები აწარმოებენ კვლევას საჭიროა თუ არა ფორმები სკოლაში.ადარებენ სასკოლო სისტემას გაკვეთილების ხალგრძლივობას,შესვენებების ხანგრზლივობა და აშ...
7)მარიკა ჩუთლაშვილი-საქართველოს დაკარგული ტერიტორიები
ყველაზე ყველაზე ძალიან მომეწონა მარიკას პროექტის თემა.ძალიან მტკივნეული თემაა ყოველი ქართველისთვის და მეც ძალიან მტკივა.მოსწავლეები მოახდენენ საქართველოს რუკების შედარებას.აიღებენ 12 საუკუნის რუკას და შეადარებენ დღევანდელს.დარწმუნენებული ვარ ძალიან საინტერესო იქნება .აუცილებლად დავესწრები
Thursday, March 12, 2015
დღე მერვე
დღეს გავიხსენეთ ფეიჯების დამატება.გადავამოწმეთ ჩვენი
პროექტების პორტფოლიო და დავასრულეთ შეფასების რუბრიკები.ბუკლეტი არ დამისრულებია და
.......რესურსებში გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს. შევქმენით კითხვარი ონლაინ გამოკითხვისთვის.ვისწავლე
google ფორმების შექმნა.გავაკეთე ფასილიტაციის ნიმუში მოსწავლეთათვის.ამ კითხვარებს
კარგად გამოვიყენებ მშობლებისთვის,შევავსებინებ და ყველა მონაცემი მექნება რაც საჭიროა
დამრიგებლისთვის.ბოლოს ინტერნეტი წავიდა.....
Wednesday, March 4, 2015
დღე მეშვიდე
დღევანდელი დღე დავიწყეთ დავალებების წაკითხვით.ყველამ წავიკითხეთ და შევავსეთ პროექტის გეგმაში სასწავლო პროცედურები.განვიხილეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია და მოსწავლეთა დიფერენცირების კითხვარი შევქმენით.მოსწავლეთა სხვადასხვა სწავლის სტილის დასადგენად შევქმენით თვითშეფასების ფორმა.გავეცანით რესურსებში მოსწავლეთა მხარდაჭერას ,სადაც მოცემული იყო სხვადასხვა ხარაჩოს ნიმუშები.ბოლოს ბლოგზე ფეიჯების გაჯეტის დამატება ვისწავლე.სახლში ვეცდები საათი დავამატო.....ხო გამოვაქვეყნეთ პორთფოლიოოოოო.ძაან მომეწონა დღევანდელი დღე...

Friday, February 27, 2015
Wednesday, February 25, 2015
დღე მეხუთე
დღევანდელმა დღემაც ძაან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.განვიხილეთ მოდული 3-რჩევები და მეთოდები უკუკავშირის მისაცემად.სჰევედით ერთმანეთის ბლოგზე და დავუწერეთ კომენტარები.გავითვალისწინეთ რომ სასურველია უკუკავშირი იყოს დადებითად დატვირთული.ასევე შევავსეთ გამოყენებული ლიტერატურის ნიმუში.ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე.გავაკეთეთ სლაიდ შოუ მოსწავლის ნიმუში.ჯერჯერობით ყველაფერს კარგად ვიგებ ...რათქმაუნდა ყველაფერი რაც გავაკეთეთ გადავიტანეთ დრაივზე...

Friday, February 20, 2015
დღე მეოთხე.
დღევანდელი ჩვენი თემა იყო შეფასება.განვიხილეთ განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება.დავადგინეთ თუ რა საჭიროა ზოგადად შეფასების რუბრიკა.შევავსე შეფასების დროის ჩარჩო.გავაკეთე ვიცი-მინდა ვიცოდეს მოსწავლეთა შეფასების სქემა.გავიგე თუ რა საჭიროა მოსწავლეთა წინარე ცოდნის საჭიროების დადგენა.ბოლოს ყველაფერი ავტვირთე დრაივზე.

Wednesday, February 18, 2015
დღე მესამე.
დღესაც საკმაოდ ნაყოფიერი დღე იყო.დავასრულეთ პროექტის გეგმები. განვიხილეთ 21 საუკუნის უნარჩვევები.დავწერეთ პროექტის სასწავლო მიზნები.განვიხილეთ და ჩამოვწერეთ ზოგადი,შინაარსობრივი და თემატური კითხვები...ბუკლეტი სახლში არ დამისრულებია და დასასრულებელი ,მაქვს.ასევე კითხვებიც უნდა მივამატო...

Friday, February 13, 2015
დღე მეორე
დღეს ძაან მაგარი იყო.ჯერ დავალებები წავიკითხეთ.ერთმანეთის პროექტის გეგმები მოვისმინეთ და ერთმანეთს რჩევები მივეცით. პროექტის გეგმა ნასწილობრივ შევავსე.თემად ავირჩიე ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვები.მეათე კლასში ვაპირებ ამ პროექტის განხორციელებას.მგონი კარგი გამოვა.ყველაზე მეტად კი ის მომეწონა რო ბუკლეტების შექმნა ვისწავლე.ძაან მაგარია...სურათებიც ჩავაგდე ბუკლეტში.მერე სახლში გავაგრძელებ და ბუკლეტს დავასრულებ...

Wednesday, February 11, 2015
დღეს დაგვეწყო ინტელის ტრენინგი.ხოდა პირველმა დღემ წარმატებულად ჩაიარა.ყველაზე მეტად რაც მინდოდა ის გავაკეთე.ბლოგი შევქმენი.ძნელი მეგონა მარა სულაც არ ყოფილა ძნელი.აი ბლოგის გაფორმებასაც რო ვისწავლი უფრო მაგარი იქნება.მინდა მქონდეს სრულყოფილი ბლოგი თავისი პორთფოლიოთი,თემატურებით გეგმებით და ....კიდევ ბევრი რამ გავაკეთეთ საქაღალდეების შექმნა,გადატანა,შენახვა.გავეცანით პროექტებით სწავლების მეთოდებს.ძაან ნაყოფიერად ჩაიარა დღევანდელმა ტრენინგმა.ცოტა დავიღალეეე... ხო დავალებაც მაქვს გასაკეთებელი.პროექტის თემის შინაარსი უნდა დავწერო...უკვე ვიცი რასაც ავირჩევ...მგონი კარგი გამოვა...
Subscribe to:
Posts (Atom)